17 სექტემბერს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.
კომიტეტის
წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის
პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად ცნობის საკითხი.
საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა,
რომ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის
5 სექტემბერს ინიცირებულ იქნა „აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი
საბჭოს რეგლამენტის პროექტი. ცვლილება მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის საბჭოს გაუქმებას. გათვალისწინებულია
აგრეთვე მინისტრის საათის გაუქმება, ვინაიდან წარმოადგენს კონტროლის არაეფექტიან მექანიზმს.
ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხების გარკვევა შესაძლებელია ინტერპელაციის ფორმატშიც.
ამგვარად მისი, როგორც ცალკე ნორმის არსებობა მიზანშეწონილი არ არის. პროექტი ითვალისწინებს
უმაღლესი საბჭოს მუშაობის პროცესში, კერძოდ კი, პლენარულ სხდომაზე დეპუტატების რეგისტრაციისა
და კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ცვლილებას.
საკითხთან
დაკავშირებით აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: ანზორ წოწონავამ, ბორის კაკუბავამ,
ნაპალეონ მესხიამ, მურმან კვარაცხელიამ.
კომიტეტის
თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე კომიტეტებსა და ფრაქციებში
წინადადებები და შენიშვნები არ გამოთქმულა.
საკითხის
განხილვის შემდეგ კენჭისყრაზე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნული
რეგლამენტის პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად
ცნობას.
სხდომას
ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა (დისტანციურად), ნაპალეონ მესხია (დისტანციურად), მურმან კვარაცხელია.