აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და ქალაქ ფოთის დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს ორგანიზებით, ფოთის საცურაო კომპლექსში მიხეილ ჩაჩბას სახელობის ცურვის ტურნირი გაიმართა.

სოხუმელი მიხეილ ჩაჩბას სახელობის ცურვის ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და მასში 4-დან 15 წლამდე ასაკის 50-მდე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი მონაწილეობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლილის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავიამ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ძაგანიამ ტურნირში გამარჯვებულები სიგელებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.

ღონისძიებას სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე და ქალაქ ფოთის დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე რევაზ წულაია ესწრებოდნენ. 

ტურნირის ჩატარების მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტულ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია.

გალერეა