9 აგვისტოს   ბათუმში  ცნობილი აფროსნის აბესალომ რამიშვილის სახელობის აფროსანთა შეჯიბრება გაიხსნა. მასში მონაწილეობას პირველად  იღებდნენ აფხაზეთის აფროსანთა კლუბის "ცხუმის" წევრები.

აღსანიშნავია, რომ კლუბი “ცხუმი” ბათუმში   აჭარის  აფროსანთა ფედერაციის  პრეზიდენტის დომენტი აფაქიძის,  ფოთში მცხოვრები  აფხაზეთის მკვიდრი  ცნობილი აფროსანი ძმების ვახტანგ და გივი ხაბურზანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის  რევაზ წულაიას ინიციატივით   გასულ წელს დაარსდა.

შეჯიბრების გახსნაში მონაწილეობდნენ და ნორჩ სპორტსმენებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავამ,  ვეტერანმა სპორტსმენებმა  ვიტალი ბენდელიანმა და ჯუმბერ ცომაიამ.

 აბესალომ რამიშვილის სახელობის შეჯიბრება სამ სახეობაში ტარდება და ორ დღეს გასტანს.  გამარჯვებულები  10 აგვისტოს გამოვლინდებიან.  

გალერეა