მიმდინარე წლის 19 მაისს უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.

სხდომას უძრვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

დეპუტატებმა განიხილეს საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე“. 

კომიტეტის წევრების მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწენებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მხარი დაეჭიროს და რეკომენდაცია მიეცეს განხილულ იქნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. 2. კომიტეტის დასკვნა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების შესაბამისად მიეწოდოს წამყვან - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.  

გალერეა

სხვა სიახლეები