მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა ჩატარდა.

სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა განპირობებულია მხარჯავი დაწესებულებებიდან მიღებული წერილობითი მოთხოვნებით ბიუჯეტის გაზრდაზე, სადაც ჭარბი შემოსულობების ზრდა იძლევა საშუალებას საბიუჯეტო ორგანიზაციების აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ამოცანების შესრულების მიზნით, გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტასა და მიზნად ისახავს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ხელშეწყობას.

სხდომაზე მსჯელობების, გამოსვლებისა და განხილვების შემდეგ, ბატონმა რუდიკ ცატავამ კენჭისყრაზე დააყენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროქტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

სხდომის მონაწილე კომიტეტების წევრებმა ღია კენჭისყრით არც ერთის წინააღმდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მხარი დაეჭიროს და რეკომენდაცია მიეცეს განხილულ იქნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. კომიტეტის დასკვნა უმაღლესი საბჭოს  პრეზიდიუმის  გადაწყვეტილების შესაბამისად მიეწოდოს წამყვან - საფინანსო-საბიუჯეტო  კომიტეტს.  

გალერეა

სხვა სიახლეები