22 ნოემბერს ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების საკითხთა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის, ადამიანის უფლებების დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა.
სხდომას უძღვებოდა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე.“
მსჯელობების, გამოსვლებისა და განხილვების შემდგომ, ბატონებმა რუდიკ ცატავამ, ვ.ყოლბაიამ, ნ.მგალობლიშვილმა და ქალბატონმა ა.მარშანიამ კენჭისყრაზე დააყენეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კომიტეტებმა ცალ-ცალკე ღია კენჭისყრით არც ერთის წინააღმდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება:
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებულ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მხარი დაეჭიროს და რეკომენდაცია მიეცეს განხილულ იქნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე .
კომიტეტების დასკვნები უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილების შესაბამისად მიეწოდა წამყვან - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.