მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.  

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაციასთან ერთად დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჭუმელიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფიშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ, მერის მოადგილემ ბექა ჩხიკვიშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ცელაძემ, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა. 

დევნილებთან შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. მიმოიხილეს დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის, დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის, ასევე აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხები და სხვა.  

შეხვედრის ფარგლებში, აფხაზეთიდან 68 დევნილ ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადაეცა, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებს - ხანდაზმულებს, მარტოხელებს, შშმ პირებს, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არიან ჩასახლებული. სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ხვიჩა ქარდავამ, თემურ ამიჭბამ, გიგა შელიამ და ზურაბ კობახიძემ გადაცეს. საქველმოქმედო აქცია განხორციელდა უმაღლეს საბჭოსთან არსებული ფონდის „სოციალური სოლიდარობისთვის“ ხელშეწყობით.     

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო, მადლობის და წარმატებულის სიგელებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაჯილდოვდნენ:

 

გიორგი ღურჭუმელიძე - გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული 

დავით დარჩია - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 

პაატა კუნჭულია - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი 

მაიზერ ცელაძე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 

ეკატერინა კომახიძე - პედაგოგი 

ეკატერინე კოპალიანი - პედაგოგი 

რუსუდან ბარათელი - პედაგოგი 

ნატო დოლიძე - საბავშვო ბაღის პედაგოგი 

ნონა გარგანჯია - ექიმი-პედიატრი 

ილია ჟვანია - მწვრთნელი მკლავჭიდში

 

გალერეა

სხვა სიახლეები