18 ნოემბერს,
ქართველ ჟურნალისტს, აფხაზეთის ტელევიზიის პირველ დირექტორს ალექსანდრე (საშა) ბერულავას
80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გაიმართა აფხაზეთის საიფნორმაციო-ანალიტიკური
ცენტრის მიერ დაწესებული ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის
დაჯილდოების ცერემონიალი.
დამსწრე
საზოგადოებას სიტყვის მიმართეს და სახელოვანი ჟურნალისტი გაიხსენეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული
დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური
ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ,
ინა ბერულავამ.
კონკურსის
გამარჯვებულებს საშა ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის სიმბოლო - ევკალიპტის
რტოს ჯილდო მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ და საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის საინფორმაციო
სამსახურის უფროსმა ელისო ხუტკუბიამ გადასცეს.
კომისიამ
გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში შეარჩია. ნომინაციაში "სამაუწყებლო ან ელექტრონულ
მედიაშია გასული, აფხაზეთის თემაზე მომზადებული სიუჟეტი ან მულტიმედია ნამუშევარი"
თამარ ოყუჯავა
დაჯილდოვდა; "აფხაზეთის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატია
ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში" გამარჯვებული თამუნა გაზდელიანი გახდა; ჟურნალისტური
საქმიანობა - აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტი" პრიზი - შუქრი დგებუაძეს გადაეცა; ისრაელის
საელჩოს სპეციალური ჯილდო აფხაზეთის საკითხების აქტიური გაშუქებისთვის აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური
ცენტრის ჟურნალისტმა ეკატერინე შუკვანმა მიიღო.
ღონისძიებას
ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარე თამაზ ხუბუა,
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი,
თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, დეპუტატი მურმან კვარაცხელია, აფხაზეთის
მთავრობის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, საქართველოს ვეტერანთა საქმეების
სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე, მოადგილე
ჯანდრი უბირია, აფხაზეთის
მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, საშა ბერულავას
ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები .