9 მაისს II მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა.  1945 წლის ამ დღეს  გერმანიის სარდლობამ უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხელი.

მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა და სისხლისმღვრელმა ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა. საქართველოდან საომარ მოქმედებებში 700 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 300 000  დაიღუპა. 

9 მაისი არის უდიდეს ბოროტებაზე - ფაშიზმზე გამარჯვების დღე.  ჩვენ ვამაყობთ არა მხოლოდ ამ ბოროტების წინააღმდეგ ომში მონაწილეთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით, ქართველთა გმირობითა და თავგანწირვით, არამედ იმითაც, რომ გამარჯვების დროშაც რეიხსტაგზე ჩვენმა თანამემამულემ ააფრიალა.

ვულოცავ სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი II მსოფლიო ომის ვეტერანებს - ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედთ, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.  გისურვებთ მშვიდობას და ქვეყნის გამთლიანებას.

 

პატივისცემით,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ჯემალ გამახარია

სხვა სიახლეები