აფხაზეთის მეომართა კავშირში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ ხუბუას და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით სპეციალური სხდომა გაიმართა. 

სხდომაზე ვეტერანების წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადასაჭრელად სპეციალური კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

შეხვედრაზე გამოითქვა წინადადებები და რეკომენდაციები, კერძოდ ვეტერანთა და ინვალიდთა, ომში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრების აღრიცხვიანობის შესახებ, აფხაზეთის ომის ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრების მომსახურების სისტემატიზაციის და მათ წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე. 

შეხვედრას  უმაღლესი საბჭოს დეპუტატები თამაზ ხუბუა და ვახტანგ ყოლბაია,უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, გამგეობის წევრები, აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ეკა წივწივაძე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი თამაზ სანიკიძე, უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი გვასალია ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები