4 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დეპუტატებმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ ცნობის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ ისმჯელეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ პრეზიდიუმს მოახსენა, რომ საკითხი მომზადებულია პლენარულ სხდომაზე გასატანად, ჩატარებულია რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები.

აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, პრეზიდიუმის წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანის შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დეპუტატები თამაზ ხუბუა, ადა მარშანია, ვახტანგ ყოლბაია, რაისა ქარაია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.   

გალერეა

სხვა სიახლეები