მიმდინარე წლის 13 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

პრეზიდიუმმა განიხილა საკითხები: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ“.

საკითხთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარმოადგინა. აღინიშნა, რომ კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებთან ერთობლივად ჩატარდება მოსამზადებელი მუშაობა, ასევე განისაზღვრება განხილვის ჩატარების შესაბამისი გრაფიკიც.  

მსჯელობის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

მოსაზრებები გამოთქვეს დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ადა მარშანიამ, ანზორ წოწონავამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ზურაბ ჯგუბურიამ.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.   

გალერეა