ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
ჯემალ გამახარია მილოცვას ავრცელებს
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მარლმადიდებელი
ეკლესიის კათოლიკოს - პატრიარქის, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის არჩევა თავისთავად
არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქვეყნის ცხოვრებაში. საზოგადოება მოუთმენლად ელოდა დღევანდელი
არჩევნების შედეგებს - უდიდესი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, ჭეშმარიტად ისტორიული
პიროვნების - ილია მეორის ღირსეული მემკვიდრის სახელის გამოცხადებას. კენჭისყრაში მონაწილე
სამ გამოჩენილ მღვდელმთავართაგან ეს პატივი ერგო კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს,
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს, მეუფე შიოს!
უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მორწმუნე საზოგადოების
სახელით ვულოცავთ რა მის უწმინდესობას შიო მესამეს სრულიად საქართველოს საჭეთმპყრობელად
არჩევას, ვუცხადებთ სრულ მორჩილებას და აბსოლუტურ
მხარდაჭერას.
უფლისმიერი სიყვარულით,
ჯემალ გამახარია.