24 აგვისტოს  პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებსა და სახელმწიფოებრიობის დაცვაში ქვეყნის ძირითადი კანონის როლზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ.

ღონისძიებას  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე,  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები