22 აგვისტოს,
უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და რიგგარეშე სესიის სხდომები ჩატარდა, რომლებსაც უძღვებოდა
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.
დეპუტატებმა
დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს: აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად ფრიდონ შენგელიას
კანდიდატურის შეთანხმების შესახებ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის პროექტის შესახებ, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 6 თვის რესპუბლიკური
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ ინფორმაციის თაობაზე, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების
შესახებ, უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან
დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ადა მარშანიას საბერძნეთში კუნძულ როდოსზე
მივლინების შედეგების შესახებ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ჯგუბურიას ქ.ფოთში მივლინების შედეგების შესახებ.
სხდომების
მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე,
მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აფხაზეთის
იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის
მოადგილე თემურ გასვიანი.
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის
შესახებ მოხსენება გააკეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ. მან
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა გააცნო სხდომის
მონაწილეებს. საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა
თენგიზ ნასარიძემ.
წარმოდგენილი
მოხსენება უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა კენჭისყრით ცნობად მიიღეს.
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად
ფრიდონ შენგელიას კანდიდატურასთან დაკავშირებით ისაუბრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ. მან კანდიდატის ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება
გააცნო დეპუტატებს.
უმაღლესმა
საბჭოს დეპუტატებმა ღია კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში
აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად ფრიდონ შენგელიას კანდიდატურას.
„ნორმატიული
აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ მოხსენებით გამოვიდა უმაღლესი
საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. მან
აღნიშნა, რომ კანონის სათაურში და ტექსტში ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ იცვლება
„ქალისა და მამაკაცის თანასწორობით“ და ის შესაბამისობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.
ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ თემურ გასვიანმა. მან აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით საკანონმდებლო
სამართლებრივი იერარქიით გათვალისწინებულ ზემდგომ აქტებთან შესაბამისობაში მოგვყავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ნორმატიული აქტების შესახებ.
უმაღლესი
საბჭოს დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ცვლილებას.
აფხაზეთის
ავტონომირი რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის
შედეგების შესახებ მოხსენებით წარსდგა ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი,
ქეთევან ჩიგოგიძე. მან აღნიშნა, რომ კვლევაში მონაწილეობდა 8 ჩასახლებულ ობიექტში მცხოვრები
195 ადამიანი, დეტალურად ისაუბრა თბილისის დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებულ კვლევის
შედეგებზე.
მომხსენებელს
კითხვები დაუსვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, დეპუტატებმა
ელგუჯა გვაზავამ, ზურაბ ჯგუბურიამ, რაისა ქარაიამ.
უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ ქეთევან ჩიგოგიძეს და აღნიშნულ საკითზე
მომუშავე ჯგუფს - საზოგადოებასთან ურთიერთობის,
ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტს.
საბერძნეთში
კუნძულ როდოსზე მივლინების შედეგების შესახებ მოხსენებით გამოვიდა უმაღლესი საბჭოს
ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია.
საბერძნეთის ქალაქ როდოსში საერთაშორისო ბანაკში
აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 12-დან 14-წლამდე
მოზარდები მონაწილეობდნენ. ბანაკი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე 40-მდე მოზარდისთვის
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, სულიერების
ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა. პროექტის მიზანს,
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ინტეგრაციის
ხელშეწყობა და მათი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება წარმოადგენდა. ბანაკში
მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, შეეძინათ
და განევითარებინათ საკომუნიკაციო და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.
ადა მარშანიამ
აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს ჯილდოები - საპატიო სიგელები და სუვენირები გადაეცათ
როდოსის მიტროპოლიტს კირილე-II და ბანაკის მომსახურე პერსონალს.
ქ.ფოთში
მივლინების შედეგების შესახებ მოხსენებით გამოვიდა განათლებისა და კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ჯგუბურია. მან აღნშნა, რომ ფოთში ჩატარდა ძალოსნობაში
ევროპის თასის ერთ-ერთი ეტაპი, სადაც მონაწილობდნენ გუნდები ან ცალკეული სპორტსმენები
საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან.
ტურნირის
გახსნის ცერემონიალზე საპატიო სტუმრებად მიწვეული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
წარმომადგენლები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია და ზურაბ ჯგუბურია,
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და სპორტის სამასახურის
უფროსი ვიტალი ბენდელიანი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქ.ფოთში განსახლებულ აფხაზეთიდან
დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს“ თავმჯდომარე რევაზ წულაია, დევნილთა წარმომადგენელი
მალხაზ კუხიანიძე. შეჯიბრება ჩატარდა ქ. ფოთის №2 სკოლის განახლებულ სპორტულ დარბაზში.
მოწვეულმა სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ქ.ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი,
სადაც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს უახლოეს მომავალში დაგეგმილი
აქვს დევნილ მოზარდთა სპორტულ-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ცურვის სკოლის ორგანიზება.
მან ასევე ისაუბრა მომავალში ქ.ფოთში განლაგებულ აფხაზეთის 21-ე სკოლის ბაზაზე აფხაზეთის
ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის კაბინეტის შექმნის შესახებ, რომლის პრიორიტეტულ მიმართულებად
აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის ხელშეწყობა იქნა მიჩნეული.
ჯემალ გამახარიამ
მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს გაწეული მუშაობისათვის და მომავალი ღონისძიებების
შესახებ ისაუბრა, რომელიც უმაღლეს საბჭოს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ზუგდიდსა და
წალენჯიხაში აქვს დაგეგმილი 28-29 აგვისტოს.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.