1121 წლის დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად, 12 აგვისტოს   დიდგორობის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

დიდგორის ველზე საგამოფენო სივრცეები მოეწყო, ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები და თეატრალიზებული წარმოდგენები. დაჯილდოვდნენ სამხედრო მოსამსახურეები.

ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟაიამ, გმირული გამარჯვების სიმბოლო - დიდგორის ბრძოლის მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.  



გალერეა

სხვა სიახლეები