5
დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში
კახა კვაშილავას, ლია ახალაძისა და ზურაბ ხონელიძის წიგნის - „სამურზაყანო - ქართული
ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინცია“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების
შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო
ღონისძიებების 2021 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა.
დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს წიგნით ავტორებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა კახა კვაშილავამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორმა, ისტორიის დოქტომა ლია ახალაძემ.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს და წიგნის
მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თამჯდომარემ,
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ჯემალ გამახარიამ, კავკასიოლოგმა, ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორმა სალომე ბახიამ, ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორმა ზურაბ პაპასქირმა, ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორმა როლანდ თოფჩიშვილმა, მთარგმნელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ივანე მენთეშაშვილმა,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტომა, პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძე, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის კანცლერმა დავით ჯალაღონიამ. მათ მადლობა გადაუხადეს ავტორებს გაწეული
შრომისათვის და წარმატებები უსურვეს შემდგომ საქმიანობაში.
პრეზენტაციას
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, ისტორიკოსები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები
და სტუდენტები ესწრებოდნენ.