მიმდინარე წლის 25 თებერვალს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
დეპუტატებმა განიხილეს ერთადერთი საკითხი, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილი, სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი მაია შამუგია.
თანამომხსენებლებმა, მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ მოკლედ ისაუბრეს კანონპროექტში გათვალისწინებული ცვლილების შინაარსზე. აღინიშნა, რომ პროცედურის თანახმად, კომიტეტებსა და ფრაქციებში ჩატარდა დეტალური განხილვები.
მოსაზრებები გამოთქვეს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, ფრაქცია “ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, ფრაქცია “მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, დეპუტატებმა ელგუჯა გვაზავამ, ზურაბ ჯგუბურიამ.
საქმიანი დისკუსიის შემდეგ კენჭისყრაზე
უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას.