აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

2026  წლის 25 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 105 წელი გავიდა. ქართული სამხედრო სკოლის იუნკერები 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ. 

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

გალერეა

სხვა სიახლეები