2 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, ქართველ პოლიტიკოსსა და ქალაქ სოხუმის მერს გურამ გაბესკირიას 79 წელი შეუსრულდებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ
საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ
ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ
ნუგზარ მგალობლიშვილმა, აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ და აპარატის წევრებმა გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი
მიაგეს და მისი საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.