სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა მღვდელმთავარ
გაბრიელის (ქიქოძე) დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორის ჯემალ გამახარიას წიგნის „წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - აფხაზეთის
ეპარქიის მმართველი (1869-1886) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში თავმოყრილია
ავტორის მრავალწლიანი გამოკვლევები და მოძიებული დოკუმენტური მასალა, რომლებიც
მღვდელმთავარი გაბრიელის აფხაზეთში მოღვაწეობას ეხება.
ღონისძიებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
თეა ჯუღელი უძღვებოდა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გაბრიელ ქიქოძის
მოღვაწეობასა და ჯემალ გამახარიას წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მანგლისისა და თეთრიწყაროს
მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა
გონელი არახამიამ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ნიკო ჯავახიშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორმა ზურაბ პაპასქირმა, დეკანოზმა ბიძინამ (გუნია).
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორმა ჯემალ გამახარიამ წარადგინა მოხსენება მისი წიგნისა და წმ. მღვდელმთავარ გაბრიელის
(ქიქოძე) მისიონერული მოგზაურობების შესახებ აფხაზეთ-სამურზაყანოში.
წიგნი შეაფასა რეცენზენტმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა ლია ახალაძემ.
აღსანიშნავია, რომ წიგნი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა
და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანადგომით
გამოიცა.
ღონისძიების ფარგლებში, მოხსენებები ასევე წარადგინეს
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ვაჟა კიკნაძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ელდარ
ბუბულაშვილმა, ისტორიის დოქტორმა ლევან ტყეშელაშვილმა.
ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს აღმასრულებელი პირები და წევრები: თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, ვახტანგ ყოლბაია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ზურაბ ჯგუბურია, ანზორ წოწონავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, სამეცნიერო საზოგადოების წევრები, ისტორიკოსები, უმაღლესი საბჭოს აპარატის წერევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.