4 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში დოკუმენტური ფილმის  - „პრინცი ნიკოლას ჩხოტუა“ - ჩვენება გაიმართა.

საზოგადოებრივმა  მაუწყებელმა ფილმი შექმნა ნატო მარშანიას წიგნის, „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“, მიხედვით.  მასში ასახულია საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტები და მოვლენები აფხაზი არისტოკრატების ოჯახების (შერვაშიძეები, ემუხვარები, მარშანიები, ანჩაბაძეები, მარღანიები, ჩხოტუები) და  მათი შთამომავლების შესახებ.

ნიკოლოზ და ჩარლზ ჩხოტუების არქივი, რომელიც დოკუმენტური ფილმის შექმნის ერთ-ერთი საფუძველი გახდა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. აქვე ფუნქციონირებს ჩხოტუების სახელობის დარბაზიც.

ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ,  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა,  საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების ხელმძღვანელმა კონსტანტინე ჯანდიერმა.

პროექტი 2022 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის  თანამშრომლობით განხორციელდა.

ფილმის ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები: თამაზ ხუბუა, ნუგზარ მგალობლიშვილის, ვახტანგ ყოლბაია, ზურაბ ჯგუბურია, ალიონა ჩხოტუა, ბესიკ კუსიდი, თენგიზ ნასარიძე, ემზარ კაკულია, სალომე კაპანაძე, დავით მიქავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია,  საზოგადოებრივი მაუწყებლის, ეროვნული ბიბლიოთეკის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები