თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

კონცეფცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარადგინა. მან განათლების რეფორმის გამოწვევებსა და მიზნებზე ისაუბრა.  

 დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

“ზოგადი განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება არის შეუძლებელი, თუ სკოლის მერხიდან არ შეიძინა მოსწავლემ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც  მოგვიანებით გამოადგება  პროფესიულ საქმიანობაში, მთლიანობაში სისტემა ვერ იქნება წარმატებული.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზოგადი განათლების კონცეფციაში გათვალისწინებულია რამდენიმე რეფორმა. მათ შორის, აკადემიური პერსონალის ანაზღაურების ზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქების მოწყობა, ასევე მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები