1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დღესთან დაკავშირებით,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა ჯემალ გამახარიამ, რუდიკ ცატავამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ვახტანგ ყოლბაიამ, თემურ მჟავიამ, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, მთავრობის წევრებმა, ასევე აფხაზეთის ომის ვეტერანებმა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.





გალერეა

სხვა სიახლეები