მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები ჩატარდა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის და, ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ადა მარშანიას ქ. ზუგდიდში და ქ. ფლორენციაში მივლინების შედეგების შესახებ საკითხი.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკატერინე ღვანია, უფროსი აუდიტორი ფრიდონ დონაძე.

მოხსენებით წარდგნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, ავტონომიური რესპუბლიკაში აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკატერინე ღვანია. 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, დეპუტატები ელგუჯა გვაზავა, ზურაბ ჯგუბურია.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ბიუჯეტს.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ქ. ზუგდიდში და ქ. ფლორენციაში ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ადა მარშანიას მივლინების შესახებ. მათ დადებითად შეაფასეს კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. აღინიშნა კომიტეტის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი სამუშაო, გამოითქვა საქმიანი რეკომენდაციები და წინადადებები.

სხდომის დასასრულს, კოლეგებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ხოლო სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, მან 2025 წლის საშემოდგომო სესია დახურულად გამოაცხადა. 

საკანონმდებლო ორგანო მუშაობას, საგაზაფხულო სესიის ფორმატში, მომავალი წლის თებერვლის დასაწყისში განაახლებს. 

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.  

 

გალერეა

სხვა სიახლეები