აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში  ისტორიკოსის, პოლიტიკოსის და საზოგადო მოღვაწის მალხაზ ბარამიძის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

 მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და მალხაზ ბარამიძის  მოღვაწეობასა და დამსახურებებზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, მინისტრის მოადგილემ სალომე კაპანაძემ, მალხაზ ბარამიძის კოლეგებმა და მეგობრებმა. 

საღამოზე ნაჩვენები იყო მალხაზ ბარამიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური სიუჟეტები.

  ღონისძიებას უმაღლესის საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, დეპუტატი გია გვაზავა,  განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ემზარ კაკულია,  კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია,  მალხაზ ბარამიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები