12 დეკემბერს, სოხუმის დრამატულ თეატრში   საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის და უმაღლესი საბჭოს წევრის ოთარ ზუხბაიას 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და მწერალი და პუბლიცისტი მაყვალა ბერიანიძე უძღვებოდნენ.

საღამოზე ნაჩვენები იყო ოთარ ზუხბაიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ოთარ ზუხბაიას პიროვნებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, მთვრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, პოლიტიკოსმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ვაჟა ლორთქიფანიძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრმა თემურ ხუროძემ, საზოგადო მოღვაწემ, ინჟინერმა რამინ ქეცბაიამ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ პაპასქირმა, ოთარ ზუხბაიას ქალიშვილმა  თამარ ზუხბაიამ.

ღონისძიებაში   აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი “შავნაბადა” და მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე მონაწილეობდნენ.

შემოქმედებით საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები: თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, ნუგზარ მგალობლიშვილი, ზურაბ ჯგუბურია, გია გვაზავა, თემურ მჟავია, ბექა ღვაჩლიანი, თენგიზ ნასარიძე, ბესიკ კუსიდი, ალიონა ჩხოტუა, დავით ფაცაცია, სალომე კაპანაძე, მანონი გეჯუა, ლევან თევზაია, ბორის გაბუნია, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, ოთარ ზუხბაიას კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.  

გალერეა