სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გურამ ოდიშარიას სცენარით შექმნილი სპექტაკლი “სასწაულის მოლოდინში” დაიდგა.

რეჟისორ გიორგი კაშიას ერთმოქმედებიან სპექტაკლში ნაჩვენებია ორი 80 წელს მიღწეული ქართველი და აფხაზი მეგობრის შეხვედრა სოხუმში. მრავალწლიანი განშორების შემდეგ მათი საუბარი, ფაქტობრივად, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ერთმანეთს დაცილებული საზოგადოებების დიალოგია.

სპექტაკლის მთავარი მიზანია, აღადგინოს და განავითაროს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კავშირები.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომოური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე,   უმაღლესი საბჭოს წევრები: ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, თემურ მჟავია, მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

გალერეა

სხვა სიახლეები