დღეს, 9 დეკემბერს გამოჩენილი სოხუმელი პოეტი, კომპოზიტორი და მომღერალი ია მაისაია იუბილარია.

ქალბატონი ია წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურება ქართულ კულტურასა და მუსიკალურ ხელოვნებას. ის 100-ზე  მეტი სიმღერის ავტორია. გამოცემული აქვს არაერთი კრებული. არის ავტორი ფილმისა: „ „არ დავმშვიდდები შენთვის აფხაზეთო“. მისი შემოქმედება, რომელიც სავსეა მშობლიურ მიწაზე დაბრუნების რწმენით, არის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი ორ საზოგადოებას შორის გაწყვეტილი კავშირებისა.

ია მაისაია  გახლავთ სხვადასხვა ფესტივალების გამარჯვებული. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. მათ შორის: ღირსების ორდენი, შერვაშიძის სახელობის პრემია, უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი და მედალი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით ვულოცავთ ქალბატონ ია მაისაიას დაბადების დღეს. ვუსურვებთ ღვთის წყალობას,  სულიერ სიმტკიცეს, დღეგრძელობას და წარმატებას შემოქმედებით საქმიანობაში.


ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”

სხვა სიახლეები