საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის დარბაზში მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის  მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) წიგნის - “საეკლესიო იურისდიქცია საქართველოში - აფხაზეთი” ორი ტომის პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი  ქართველოლოგიის კვლევის ცენტრის თანადგომით გამოიცა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ და მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე).

საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს და მეუფე ანანიას (ჯაფარიძე) წიგნის მნიშვნელობაზე  ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, თეოლოგიის დოქტორმა, დეკანოზმა ლევან მათეშვილმა, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა  ვაჟა ოთარაშვილმა, დოქტორანტმა ივანე ჭიღლაძემ, ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლოტმა მეუფე საბამ.

პრეზენტაციას სასულიერო პირები, ქართველი ისტორიკოსები, თეოლოგები, საქართველოს საპატრიარქოსა და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

გალერეა