15 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე ჯემალ გამახარია და საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია სტუდენტებს ქართველი პოლიტიკოსისა და დიპლომატის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრის, საფრანგეთში საქართველოს ელჩის აკაკი ჩხენკელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ესაუბრნენ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუტენდებს საჩუქრად წიგნები გადასცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ომარ არდაშელია და აპარატის უფროსი სპეციალისტი ნატალია სააკაშვილი.