აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში   ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატების დააჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

ღონისძებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ნიკოლოზ თაბუკაშვილის მოღვაწეობასა და პრემიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ  სალომე კაპანაძემ. 

ღონისძიებაზე ნიკოლოზ თაბუკაშვილის პრემიის სამი გამარჯვებული გამოვლინდა: I ადგილი - ელდარ ქევშბაია, II ადგილი - ავთანდილ შენგელია, III ადგილი - არჩილ ბლუაშვილი. მათ სახვითი ხელოვნების დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გამარჯვებულის დიპლომი და ფულადი ჯილდო გადაეცათ. 

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის, მხატვართა კავშირისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გალერეა