უმაღლესი საბჭოს სესიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს

1 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სესიის სხდომა გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.

შესაბამისი მოხსენებით წარსდგა კომიტეტის თავმჯდომარე ქ-ნი ადა მარშანია, რომელმაც დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, კომიტეტის ხედვასა და ამოცანებზე ისაუბრა.

ადა მარშანიამ ხაზი გაუსვა შიდა კომუნიკაციის გაძლიერებას, აფხაზეთში ბოლო დროს გამოწვეულ უმძიმეს ვითარებაზე და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. ასევე ახალგაზრდებთან მუშაობის აუცილებლობას, რამდენადაც საჭიროა მათი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება აფხაზეთთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობა.

საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა 6 სხდომა, განიხილა 19 წერილობითი განცხადება, რომელთა შესწავლის შემდგომ მოხდა მათზე შესაბამისი რეაგირება; განახორციელა 2 სამსახურეობრივი მივლინება, სადაც აწარმოებდა შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილებთან.

თავისი აზრი გამოთქვეს და გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს მომხსენებელს უმაღლესი საბჭოს წევრებმა: თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა” თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, ფრაქცია  ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” თავმჯდომარემ ჯემალ საჯაიამ, დეპუტატებმა ელგუჯა გვაზავამ და თემურ მჟავიამ.

დასასრულს, პლენარული სხდომის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, რომელმაც გაიზიარა კოლეგების პოზიცია და დადებითად შეაფასა კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა. ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ ეს კომიტეტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომიტეტი, რომელიც თავისი ფუნქციიდან გამომდინარე ერთგვარად მოიცავს და აერთიანებს უმაღლეს საბჭოს ყველა კომიტეტის საქმიანობას. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა არაერთ აქტუალურ საკითხზე - აფხაზეთის პრობლემატიკის მოგვარების, ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის მექანიზმების შექმნის, უცხოეთში მცხორვრებ აფხაზეთიდან თანამემამულეებთან კავშირების გამყარებაზე და სხვა. ამასთან, ხაზი გაუსვა საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის, ერთობლივი მუშაობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.
























































































































































 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions