ჩვენ გვახსოვს

ა.წ. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ამჯერად 13  წლის შემდეგ კვლავ  თბილისში, საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფი “ABKHAZETI”  და ლატვიის ქართველთა საზოგადოება “GEORGIKA” აწყობს  ტრაგედიის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საინფორმაციო გამოფენა-აქციას WE REMEMBER (გვახსოვს!), რომელიც იგეგმება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მისამართზე: თბილისი, გუდიაშვილის ქ. 7,  10.00 სთ-დან 20.00 სთ-მდე.

 

გამოფენაზე ძირითადად წარმოდგენილი იქნება, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტისა და ფოტოკორესპონდენტ მალკოლმ ლინტონის (Malcolm Linton) და ჯონ ჯონეს (Jon-Johnes) მიერ გადაღებული ფოტოები, რომელიც იმ ავადსახსენებელი 1992-93 წწ.-ში, თავისი ფოტოაპარატით  აღმოჩნდა აფხაზეთში დატრიალებული ომის ქარცეცხლის ეპიცენტრში, მოწინააღმდეგეთა ორივე მხარეს, აქეთაც და იქითაც.

მოძრაობა WE  REMEMBER დასაბამი მიეცა 2005წ., როდესაც  ინტერნეტ პორტალის www.abkhazeti.ru საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფმა(ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი პირები), საკუთარი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან თანამგრძნობთა  მიერ  აგროვებული მწირი სახსრებით, შეისყიდა მასალები  და მოაწყო გამოფენა WE  REMEMBER(გვახსოვს) ქ.თბილისში 2005 წლის 27 სექტემბერს გალერეა კოპალაში. მაშინ  გამოფენას  დაესწრო ათასობით ქართველი, არაქართველი და უცხოელი მოქალაქე.

 

სხვადასხვა დროს WE  REMEMBER ექსპონანტების გამოფენა  მოხერხდა  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში:

 

2006  წლის აპრილში, აფხაზეთში ქართველთა გენოციდისადმი მიძღვნილი  ფოტოგამოფენა გრანდიოზული მასშტაბით მოეწყო  გაეროს  ოფისის ფოიეში, ამავე შენობაში, უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთში შექმნილი ვითარების განხილვასთან დაკავშირებული  სხდომის მსვლელობის დროს. გამოფენამ აქაც  მხილველთა დიდი ყურადღება გამოიწვია. იმ წლისავე  27 სექტემბერს, ასეთივე აქცია-გამოფენები WE  REMEMBER(Помним) მოეწყო  სან–ფრანცისკოსა  და მოსკოვში.

 

გამოფენების ციკლი WE  REMEMBER სხვადასხვა წლებში წარმატებით ჩატარდა  აგრეთვე ბალტიისპირეთში- ლატვიასა  და ესტონეთში: Riga-2007 (Аtceramies), Tallin-2010(Mäleatame), Kivioli-2016.

გამოფენების მსვლელობისას, ყოველთვის  სახეზე იყო  დამსწრეთა და მხილველთა ცხოველი დაინტერესება  გასული საუკუნის 90–იანი წლების მოვლენებისა  და საქართველოში იმჟამად   მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებისადმი.

წელს, როდესაც, აი უკვე მეოთხედი  საუკუნე გასულა, რაც რუსეთის ფედერაციის უშუალო პოლიტიკური ჩარევითა და  მისი  მილიტარისტული ძალების მიერ წაქეზებული აფხაზი სეპარატისტების პროვოკაციული ქმედებებით  1992-93 წლებში გაჩაღდა ძმათამკვლელი სისხლისღვრა, რომელიც დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს ქ. სოხუმის დაცემით, მხარის ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდითა და რუსეთის მიერ აფხაზეთის ფაქტიური ოკუპაციით, გადავწყვიტეთ WE  REMEMBER მოვაწყოთ ისევ თბილისში, რათა ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ მომხდარის შესახებ და ამ უტყვი აქციით  შემოვკრათ ჩუმი ზარი ჩვენი  უდანაშაულოდ დაღუპულ თანამემამულეთა ხსოვნისადმი პატივსაცემად, როგორც შეხსენება ყველასათვის, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ადამიანში ჩადებულმა აგრესიულობამ, თუ  ის არაფრითაა მოთოკილი და რაც ყველაზე უფრო სავალალოა, თუკი მას გარეშე დაინტერესებული  ძალა აღმოუჩნდება ქომაგად და მფარველად.

 

არაფერი დაგვვიწყებია- ჩვენ ყველა და ყველაფერი გვახსოვს!


28 სექტემბრიდან  დამთვალიერებლებს  შესაძლებლობა ექნებათ გამოფენის ექსპონატები იხილოს  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის  არტ-გალერეაში, მისამართზე ქ.თბილისი დ. უზნაძის N.68-ში, სადაც, 30 სექტემბერს შედგება გამოფენის- WE REMEMBER (გვახსოვს აფხაზეთი!) Tbilisi 2018 ოფიციალური დახურვა.
პროგრამით გათვალისწინებული გვაქვს  პრესკონფერენციები, საინფორმაციო ლექციები  და საუბრები თემებზე:

 

 

-„აფხაზეთი 1992–1993: ქომაგები, დამქაშები, შემსრულებლები“,
-„აფხაზეთი – ეთნოციდის მიჩქმალვა  მე–21 საუჯკუნის  მიჯნაზე“,
-„აგრესიული სეპარატიზმი– რეალური საფრთხე  ცივილიზაციისათვის“.
Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions