წარმატებული ქალების დაჯილდოება


აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილისაღამომხოლოდ ქალებიგაიმართა. იდეის ავტორი და ღონისძიების ორგანიზატორი აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი იყო, რომელმაც ეს ინიციატივა გასული წლიდან დანერგა.


საღამოზე სხვადასხვა პროფესიის 10 წარმატებული ქალბატონი, მათ შორის კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენლები, იურისტი, ჟურნალისტი, ექიმი, რეჟისორი და პედაგოგი, დააჯილდოვეს.

საღამოს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მთავრობის წევრები, დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.







































































































































































































Печать
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions