საკონსტიტუციო ცვლილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტების საერთო-სახალხო განხილვისათვის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ შეიქმნა საორგანიზაციო კომისია


















































პროექტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი1.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის (,,აფხაზეთის ხმა“ N27, 06.07.2001წ.)  112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,მუხლი 112.

აფხაზეთის მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარის, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრებისაგან.“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                                                                                                                                                                                                                       ვახტანგ ყოლბაია

 

განმარტებითი ბარათი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტზე

 

 

 

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში მთავრობის შემადგენლობაში არ არის გათვალისწინებული აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის არსებობა, რაც ხელს უშლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ოპერატიულ და ეფექტიან განხორციელებას და ეფექტიანი ინსტიტუციონალური კონტროლის განხორციელბას.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

კანონპროექტის მიღება აუცილებელია აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობაში ფუნქციების ეფექტიანი გადანაწილებისთვის დაგეგმილი რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღებით უნდა მოხდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მუშაობის ეფექტიანბის ამაღლება.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტით ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს არსებული პრობლემის გადაჭრას.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

ასეთი არ არსებობს.

ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება იწვევს ახალი ფინანსური ვალდებულებების დაკისრებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

მოსალოდნელი ფინანსური შედეგები აისახება მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობისთვის ...ლარით განსაზღვრაში.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანოპპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშრისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესშიმიღებული მიღებული კონსულტაციები

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება/, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტი შემუშავებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მიერ.

 

ვ) კანონპროექოტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

 

 

 

 

 

 

 

პროექტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში

ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის (აფხაზეთის ხმა, N27, 06.07.2001წ.) 95-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარმართავს უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მუშაობას.

2. უმაღლესი საბჭო 5 წლის ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს.“.

 

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                                                                                                                                                                                                                                        ვახტანგ ყოლბაია

 

 

 

განმარტებითი ბარათი



„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტზე


ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

დღესდღეობით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილეები განსხვავებული წესით ასრულებენ. კერძოდ, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე; უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, თუ უმაღლესმა საბჭომ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო; ხოლო იმ შემთვევაში, თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არ შეუძლია, თავის მოადგილეს დაავალოს თავის უფლებამოსილებათა განხორციელება, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას უმაღლესი საბჭო დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. როგორც ვხედავთ, არ არის მკაფიოდ დადგენილი, თუ რომელი მოადგილე შეასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას ზემოდასახელებული შემთხვევების წარმოშობისას. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრა შესაძლოა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდეს, რასაც შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, ამან, თავის მხრივ, შესაძლოა უმაღლესი საბჭოს ეფექტიან მუშოაობას შეუშალოს ხელი.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ ზუსტად იყოს განსაზღვრული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას მისი მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა და არ იყოს აუცილებელი სხვადასხვა შემთვხვევაში სხვადასხვაგვარი წესით მისი ვინაობის განსაზღვრა.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღებით უნდა მოხდეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას მისი მოვალეობის შესრულების ერთგვაროვანი წესის შემოღება.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

კანონპროექტით ხდება უმაღლესი საბჭოს პირველი მოადგილის თანამდებობის შემოღება.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტზე.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს არსებული პრობლემის გადაჭრას.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

ასეთი არ არსებობს.

ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:

კანონპროექტის მიღება იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების დაკისრებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:

მოსალოდნელი ფინანსური შედეგები აისახება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობისთვის 13 300 (ცამეტი ათას სამასი) ლარით განსაზღვრაში, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებებით.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):

კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან

გ.ა) კანოპპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშრისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესშიმიღებული მიღებული კონსულტაციები

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება/, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.

ე) კანონპროექტის ავტორი:

კანონპროექტის ავტორები არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და „მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“.

ვ) კანონპროექოტის ინიციატორი:

კანონპროექტის ინიციატორები არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და „მრგვალი მაგიდა-დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“.

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions