ჯემალ გამახარია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

მივესალმები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბ-ნ მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებას სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ აბიტურიენტების უგამოცდოდ ჩარიცხვის შესახებ, რომლებმაც ვერ გადმოლახეს ადმინისტრაციული საზღვარი ენგურზე გამშვები პუნქტის მოგონილი საბაბით ჩაკეტვის გამო.

 

ეჭვი არ მეპარება, ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩარიცხული სტუდენტები სანიმუშო სწავლით უპასუხებენ ზრუნვას სახელმწიფოს მხრიდან.


უაღრესად მნიშვნელოვანია მინისტრის განაცხადება იმის თაობაზე, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში განხორციელდება ცვლილებები, რომელთა მიზანი იქნება 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს სასაწავლებლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებული მექანიზმების შექმნა. ეს ყოველივე აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას ავალდებულებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ოკუპირებულ აფხაზეთში განათლების სისტემის იმ მიმართულებით განვითარებას, რომ შესაძლებელი გახდეს ადგილზე თანამედროვე დონის საშუალო განათლების მშობლიურ ენაზე მიღება. ამოცანა რთულია, მაგრამ ჩვენ მას გადავჭრით...  

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions