30 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ კაჭარავა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის უმაღლესი საბჭოს ერთჯერადი სიგელით დაჯილდოვდა.
ვახტანგ კაჭარავას უმაღლესი საბჭოს სიგელი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.