გაიმართა აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მორიგი განხილვა


2019 წლის 18 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაერთიანებული პროფკავშირების საკონფერენციო დარბაზში კონსტიტუციის კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებრიობა შეიკრიბა.

 

შეკრებას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტიტუციის კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელი თამაზ ხუბუა, რომელმაც კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიზეზების, პოლიტიკური და სამართლებრივი აუცილებლობის თობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას.


კანონპროექტის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა, იურისტებმა, პოლიტოლოგებმა, არასამთავრობო სექტორის, აფხაზეთის დევნილი სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებმა, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა.


გამოითქვა კრიტიკული შენიშვნებიც აფხაზეთის სამართალდამცავი უწყებების შეკვეცებთან დაკავშირებით. საგულისხმო წინადადებები გააცნეს შეკრებილ აუდიტორიას ზაურ მებონიამ, ნ.მიქაძემ,  ს.კაპანაძემ, ა.ლაცუზბაიამ, ა.ხაზალიამ, ზ.ფიფიამ,  ო.ფანცულაიამ.


დასასრულს, კონსტიტუციის კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელმა  თ.ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ა.გასვიანმა, მ.კვარაცხელიამ, რ.ცატავამ, რ.შამუგიამ აფხაზეთის მთავრობის მინისტრმა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში დ.ფაცაცაიამ, კომისიის წევრებმა  ზურაბ მებონიამ, იურისტებმა ზ.ქეცბაიამ, ნ.ჯალაღონიამ განმარტეს, რომ გათვალისწინებული იქნება  ყველა გონივრული წინადადება თუ შენიშვნა და ერთობლივი კონსულტაციების, შეჯერებული რედაქტირების საფუძველზე მოხდება კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების შეტანა.

































































































































































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions