აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო გამოხატავს მადლიერებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელისადმი


მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტს მეუფე დანიელს (დათუაშვილს)


მეუფეო,

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ცხუმ-აფხაზეთის საზოგადოებრიობის მხარდაჭერით გამოხატავს მადლიერებას ჩვენი მოსახლეობის სულიერი მესვეურის ღვთივსათნო მოვალეობის აღსრულებისას, განსაკუთრებით დევნილობაში, თქვენს მიერ გაწეული საგანგებო და წამგაუცდენელ ძალისხმევათა გამო.

მძიმე და დაუნდობელ წლებში გერგოთ ეს მოვალეობა - 1992 წლის მიწურულიდან 2010 წლის მიწურულამდე, ზუსტად 18 წელი თქვენ იღვაწეთ როგორც საველე-სასანგრო, ასევე დუხჭირი დევნილობის პირობებში, იცხოვრეთ თქვენი სამწყსოსა და მრევლის უმკაცრესი ყოველდღიურობით.

დღეს, როდესაც ავბედითი ქარტეხილების შედეგად ცხუმ-აფხაზეთი ცხინვალის მხარესთან ერთად დროებით ოკუპირებული გახლავთ, სახარებისეული სწავლება და ეროვნული სილისკვეთება ჩვენგან მიზანმიმართულად მოითხოვს ქრისტეს ჯვრის ერთგულებასა და ქრისტემხედრულ მოვალეობას, რათა ცხუმ-აფხაზეთში მკვიდრი მოსახლეობის აღორძინება ყოველ მიზეზგარეშე აღსდგეს  სახლიკაცობისა და ძუძუმტეობის წესრიგში.

ღმერთი შეგეწიოთ საქართველოს ერთიანობისთვის ლოცვასა და ძალისხმევაში.

დიდება უფალს!
უფლისმიერი სიყვარულით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions