11 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში გაიმართა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.
სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში განათლების სფეროში არსებული მდგმარეობა განიხილეს.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარძე, უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოხსენებებით წარსდგნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია. სიტყვით გამოსვლების შემდეგ წარიმართა საინტერესო დისკუსია.
დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ. ბატონმა ჯემალ გამახარია ისაუბრა იმ პროეკტების შესახებ, რომლებიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში და უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ხორციელდება.