აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ 11 იანვარს აფხაზეთიდან დევნილ, ობოლ და ინვალიდ ბავშვთა დახმარების ფონდის მესვეურებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ პატარებს და სოციალურად შეჭირვებული ოჯახების წევრებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

 

ამერიკიდან მიღებული საშობაო ყუთები ნანა დედოფლისა და მირიან მეფის ეკლესიაში გადაეცათ დევნილ პატარებს და სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახებს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს თანადგომა.

 

ალილოზე შემოწირულ ტკბილეულობასთან ერთად მათ თბილი ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის საჭირო ნივთები დაურიგდათ.



აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობის სამსახური








Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions