საღამოს ესწრებოდნენ ლიტერატურათმცოდნეები და კრიტიკოსები, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლის მეგობრები, სტუდენტები. ასევე ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ელგუჯა გვაზავა, ვახტანგ ყოლბაია, მურმან კვარაცხელია, როსტომ შამუგია.
მომხსენებლებმა ნ.კუციამ, მ.ტურავამ, ს.სიგუამ, მ.ჩუხუამ, ი.კვესელავამ და სხვებმა მიმოიხილეს და ისაუბრეს მწერლის მოღვაწეობის შესახებ, გაიხსენეს მისი ცხოვრებისეული მომენტები. მსახიობებმა და სტუდენტებმა წაიკითხეს ამონარიდები მისი ნაწარმოებებიდან.
იმავე საღამოს, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გადაწყვეტილებით, გური ოტობაიას მიენიჭა ტერენტი გრანელის პრემია, რომელიც მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მ.გონაშვილმა გადასცა.
აფხაზეთის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მწერალს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უმაღლესი ჯილდო - საპატიო სიგელი გადასცა და შემოქმედებით სარბიელზე წარმატებები უსურვა.
ქართული პოეზიის და პროზის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გური ოტობაიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მწერალს წოდების მინიჭება მიულოცა და დოქტორის მანტია და გრაგნილი გადასცა.