აფხაზეთის ხელისუფლებისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს ხვდებიან

 

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს შეხვდებიან.

 

მსჯელობის მთავარი თემა აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები იქნება, ამასთან ვიცეპრემიერი დაწვრილებით ისაუბრებს ევროატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით სადღეისოდ არსებულ მდგომარეობაზე.

 

ბატონ გიორგი ბარამიძესთან  შეხვედრა გაიმართება 15 საათზე პროფკავშირების სასახლის სააქტო დარბაზში.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions