„ჰააგის სასამართლო მალე ქართული მხარეს სარჩელს განიხილავს, სადაც მოპასუხე რუსეთის სახელმწიფო იქნება. ეს ეხება რუსეთის მხრიდან აფხაზეთში მოწყობილ გენოციდს ქართველების მისამართით“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომამდგენლები რამდენიმე დღე ბრიუსელში იმყოფებოდნენ, სადაც საუბარი ევროპარლამენტარების წარმომადგენლებთან ბევრ სხვა საკითხთან ერთად სწორედ იმ სარჩელებს შეეხო, რომელსაც ქართული მხარე ამზადებს.
„აქ რამდენიმე სარჩელზეა საუბარი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე არის ჰააგის განსასჯელი, რადგან ადგილი აქვს დანაშაულს კაცობრიობის წინაშე, გარდა ამის არის უამრავი უფლებრივი შეზღუდვები რაც სტრასბურგის განსჯადი თემებია, ეს არის სამი სარჩელი, სისხლის სამართლის დანაშაული, განათლების უფლების დარღვევასთან და ასევე საკუთრების უფლების დარღვევასთან, მოპასუხე შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, რომელიც ახორციელებს რეალურ და ქმედით კონტროლს აფხაზეთზე. ეს არის გრძელვადიანი პროცესი და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დავებს მოვიგებთ, გარდა სამართლებრივისა ამ სარჩელების მოგებას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და სწორედ ეს მოლოდინი გვაქვს“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პირველი სარჩელი, განათლების დარღვევასთან დაკავშირებით ევროსასამართლოში მარტში შევა. დანარჩენი ორს კი ქართული მხარე ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში შემოდგომაზე შეიტანს.
SCARA - ვიდეო - ვიდეო - ჯემალ გამახარია მედიაცენტრ მთავარში 28.02.2020
http://scara.gov.ge/ka/2010-03-17-12-51-25/2010-06-28-12-10-07.html?view=video&video=44