უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს კარტოგრაფიის ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო


6 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს კარტოგრაფიის ისტორიას. საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია. კონფერენციის მონაწილეებმა მიმოიხილეს საქართველოს საზღვრების ისტორია ევროპული და რუსული კარტოგრაფიის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ რუსული კარტოგრაფიული ნიმუშების შეტანა პრეზენტაციაში არ იყო შემთხვევითი, ვინაიდან აღნიშნულ რუკებში ნათლად ჩანს, რომ აფხაზეთი ოდითგანვე საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია იყო.

 

კონფერენციას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა გიორგი კალანდიას წვლილი სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება აფხაზეთის თემატიკას. ბატონმა ჯემალმა მადლობა გადაუხადა მას საინტერესო მოხსენებისთვის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.  












































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions