9 მარტს, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორში“ (ქ. ქუთაისი) გაიმართა ეკონომიკური და სამშვიდობო პროექტების პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა წარმოდგენილ პროექტებს.
იგი შეხვდა და ესაუბრა „ბიზნესინკუბატორი“-ს სასტუმროში მყოფ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებსაც.
ქუთაისის მერთან ბ-ნ გიორგი ჭიღვარიასთან შეხვედრაზე ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროექტებში ქ. ქუთაისის როლის ამაღლების აუცილებლობას. ბ-მა მერმა გამოთქვა მზადყოფნა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ამ დღეებში ესტუმროს „ბიზნესინკუბატორს“, რათა ადგილზე გაეცნოს მის საქმიანობას და, შესაძლებლობების ფარგლებში, აღმოუჩინოს მხარდაჭერა.