11 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს:
1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის შესახებ „უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე; 2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.