საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ილია ვეკუას დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში, გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აფხაზეთის მკვიდრის, აკადემიკოსის ილია ვეკუას დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ცნობილი სახეები და აფხაზეთის სახელისუფლებო წარმომადგენლები.

 

სხდომას წარუძღვა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ოთარ ჟორდანია. აკადემიკოს ილია ვეკუას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის დამსახურებასა და მსოფლიო მნიშვნელობის ღვაწლზე მოხსენებით გამოვიდა ფიზიკა-ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჩილაჩავა.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ თავის გამოსვლაში მოკლედ ისაუბრა ილია ვეკუას მოღვაწეობაზე და მადლობა გადაუხადა ღონისძიების სულისჩამდგმელებსა და მოწვეულ სტუმრებს დიდი მეცნიერის ხსოვნისათვის.

 

ილია ვეკუა დაიბადა 1907 წელს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში. სხვადასხვა დროს იყო თბილისისა და ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკდემიის პრეზიდენტი. ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions