უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

16 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს:

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ; ასევე განიხილებოდა საკითხები, როგორიცაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ“ უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ.

პრეზიდიუმისა და სესიის სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.




Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions